მნიშვნელოვანირეგიონი

მეუფე იაკობმა, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის მთავრობას, უგუნურები უწოდა

ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალური განცხადება – მეუფე იაკობი უკრაინის ხელისუფლებას დაესხა თავს და საქართველოს მოუწოდა, არ მოუსმინოს დასავლეთს.
მეუფე იაკობმა, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის მთავრობას, უგუნურები უწოდა.
მისი მტკიცებით, უკრაინის პირველ პირებს, საქართველოში ომის გაჩაღება და საქართველოს პოლიგონად გადაქცევა სურს.

“ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ, ჩვენ ვხედავთ და როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ? საქართველოში რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული? ან თვითონ, უკრაინაში ცხოვრობენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან არიან და უკრაინისთვის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ, როდესაც მე ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურებაა. ისინი არიან უგუნურები. ვინ არიან ეს უგუნური ადმაიანები? რამდენი ხანია რაც ომი დაიწყო ჩვენ დახმარების მეტს რას ვაკეთებთ? და რა უნდათ ახლა, იმათ ჭკუაზე ვიაროთ? ჩვენ იმათ ჭკუაზე არასდროს ვივლით. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ თავის ხალხისთვის იფიქროს. ის კი არა, ერთმანეთს ფეხი დავუდოთ. და რა უნდა? დაიქირავონ ჩვენი მთავრობა, ჩვენმა მთავრობამ იჯარით მისცეს ეს მიწა და პოლიგონად გავხადოთ საქართველო და დავიშალოთ? პირდაპირ გეტყვით რა უნდა მოხდეს, მაგი უნდა მოხდეს. მართლა კუმ ფეხი გამოყოო მასე მოსდით და ჭკვიანად იყვნენ. თორემ ადრე თუ გვიან შევხვდებით და პასუხსაც მოვთხოვთ. ნუ გვექცევიან ასე ქართველებს, – თქვა სასულიერო პირმა.

სინოდის წევრმა, საქართელოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ მოუსმინოს დასავლეთს.

“მე ჩემი ხელისუფლება იმისთვის მყავს, არც მოსკოვს არ მოუსმინოს, არც ბრიუსელს არ მოუსმინოს, არც ვაშნგტონს მოუსმინოს, არც სხვას… თავის ხალხს უნდა მოუსმინოს. დარბიან მსოფლიოშ მერე, რომ გვიშველეთ, გვიშველეთ ასე ხდება, ისე ხდება. ეს არის საქართველო და კეთილი ინებოს უცხოეთმა თუ უნდა ჩვენთან ურთიერთობა… საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მტერი შემოსული. უკრაინაში რაც ხდება, მთელი ჩვენი ისტორია სულ მასე ხდებოდა. ჩვენთვის ვინ იბრძის? ჩვენ ყოველთვის ჩენთვის ვიბრძვით და ნურავინ ნუ დაგვამადლის”- განაცხადა მეუფემ.

განცხადებები პოლიტიკურ პროცესებზე მეუფე იაკობმა, დღეს, ბოდბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ამბიონიდან გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button