ჰანოვერი ობამას საპროტესტო აქციებით დახვდა [Photo/Video]

გერმანია ბარაკ ობამას საპროტესტო აქციებით დახვდა. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი 24 აპრილს გერმანიას ეწვია, სადაც ქვეყნის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრა უნდა გამართოს, – იუწყება Daily Mail.

ამერიკის პრეზიდენტის გფრ-ში ვიზიტის მთავარი მიზანი ევროკავშირსა და აშშ-ის შორის ტრანსატლანტიკული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გახდა. თავისუფალი ვაჭრობის ეს ზონა შეიძლება მსოფლიოში უმსხვილესი გახდეს.

გერმანიის მოსახლეობის ნაწილი ამ პერსპექტივას სკეპტიკურად შეხვდა. მანიფესტანტებს ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერებით – “თავი დაგვანებეთ!”, “შეაჩერეთ ტრანსატლანტიკური შეთანხმება!”. მათი აზრით, ასეთი პარტნიორობა ევროპელ აგრარებს ძლიერ დარტყმას მიაყენებს და ხარისხის სტანდარტებზე ცუდად აისახება იმ სემთხვევაში, თუ ამერიკული საქონელი ადგილობრივს შეცვლის.

მოგვიანებით, ჰანოვერის საწარმოო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესაძლებლობა წლის ბოლომდე უნდა გამოიყენონ. აღნიშნული ზონა ევროპას ენერგეტიკულ ბაზარს შესთავაზებს და მის ენერგოუსაფრთხოებას აამაღლებს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34092″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button