მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეუფე სპირიდონი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი, პირველ კომენტარს აკეთებს . ის მედიას ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საკითხების ტენდენციურად გაშუქებაში ადანაშაულებს.

„არასასურველი ცილისმწამებლური კამპანია აგორდა ამ ბავშვთა სახლის წინააღმდეგ, ამ ბავშვების წინააღმდეგ. ფაქტიურად ამის ნამდვილი მიზანი არის ეკლესიის დისკრედიტაცია. უნდათ, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ გარკვეულ არაჯანსაღ ძალებს. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეულმა არხებმა ძალიან ტენდენციურად დაიწყეს ამის გაშუქება და პირდაპირ საშინელ ცილისწამებაზე გადმოვიდნენ და ამიტომ ჩვენში აბსოლუტურად დაკარგეს ყოველგვარი ნდობა. როგორ შეიძლება მე ვენდო ისეთ ტელევიზიებს, რომლების ამხელა სიწმინდეს აუგად იხსენიებს და რომელიც მღვდელმთავრებს პროვოკაციებს უწყობს. მე პირადად ვერ ვენდობი”, – ამბობს ეპისკოპოსი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება გუშინ, 3 ივნისს დაიწყო.

გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button