მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებაზე განმარტებებს აკეთებს

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის მოდერატორობით, ორთვიანი დუმილის შემდეგ ჟურნალისტებთან დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, მათ შორის, დასჯილ მღვდლებსა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე.

“ჩვენს ეკლესიაში სურთ, რომ მოხდეს განხეთქილება. ეს პირები არიან, უბრალოდ, ამ განხეთქილების მოქმედებაში ჩართული ადამიანები. მე არაერთხელ განვაცხადე ამის შესახებ. ეს არის დეტონატორი მართლმადიდებლობის დასაშლელად. ესენი არიან იარაღი რაღაც დიდი თამაშის და მეცოდებიან ეს ადამიანები. ბაირაღებით ჭეშმარიტებას ებრძვიან,” – აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ პრესკონფერენციაზე.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ისაუბრა იმ დღეზე, როცა აივანი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. მათ შორის ჟურნალისტები.

მეუფე სტეფანეს თქმით, მისი მოწინააღმდეგეები შეეცადნენ, მომხადრში სწორედ ის დაედანაშაულებინათ. ეპისკოპოსი ამბობს, რომ იმ დღეს სამღვდელოების კრება ჩაატარა, რომელიც არ ყოფილა მედიისთვის განკუთვნილი.

“დაიწყო ყვირილი, წივილი. არავითარი ფიზიკური დაპირისპირება ჩხუბის სახით არ ყოფილა . იყო სიტყვიერი, ერთმანეთის მიმათ. მაქსიმალურად ვცდილობდი დამემშვიდებინა ყველა. გარკვეულწილად მოვახერხე. მერე რაღაც სიგნალი მიეცა შიგნიდან გარედან და უკვე ერთობლივი შემოტევა წავიდა. იმ ტერიტორიაზე, სადაც შემოსვლა არ შეიძლებოდა, აივანზე, რომელიც არ არის საჯარო სივრცე, იმ აივანზე შემოიჭრა გარკვეული ნაწილი იმ ხალხის, რომლებიც მოყვანილი იყო იმ ადამიანების მიერ, ვინც კრებაზე ჩხუბობდა. მერე ამათი ხმის აწევა და იმათი ყვირილი ერთმანეთს შეერწყა და წავიდა უკვე ფანჯრების მტვრევა. დაამტვრიეს ფანჯარა, გააღეს კარები და გადაცვივდნენ და მერე უნდოდათ, რომ ჩემთვის დაებრალებინათ ეს ყველაფერი, რომ ჩემი ლოცვა კურთხევით ვინმე დაზიანდა, რომ მე ვუთხარი თითქოს მათ, რომ დაეტაკეთ ამ კარებს, გადაყარეთ ისინი”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში, 8 მარტს, მრევლის ნაწილს და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას, აივნის მოაჯირი ჩამოვარდა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button