“მევახშე!” – “ქართულმა მარშმა” “ლელოს” ვაკის ოფისთან აქცია გამართა

ულტრანაციონალისტურმა პარტია “ქართულმა მარშმა” ვაკეში, “ლელოს” ოფისთან აქცია გამართა და შენობის ბლოკირება სცადა.
აქციის მონაწილეებს ხელში მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ.
“მევახშე!” – სკანდირებდნენ ისინი.
“ხაზარაძე და სხვა მევახშეები იჯდებიან ციხეებში, და ანაბრების ქურდები.” – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მეგაფონიდან.
პარტიის წევრები ოფისის წინ გამოვიდნენ და აქციას იქიდან ადევნებდნენ თვალყურს.

“დიდი მადლობა მათ აქ მობრძანებისთვის. ცვლილებები დაიწყება სწორედ ამ ოლქიდან. ადგილი, სადაც ისინი დღეს მოვიდნენ, იქნება ერთ-ერთი გამარჯვებული.” – უთხრა ჟურნალისტებს “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ.
“ქართულმა მარშმა” კი, “ლელოს” წინააღმდეგ “პერმანენტული აქციები” დააანონსა.
მოისმინეთ აქციის და კონტრაქციის მონაწილეთა შეძახილები და “ქართული მარშის” წევრის და ლევან კობერიძის კომენტარები.