მევენახემ კარდენახში ვაზი გაჩეხა
ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახემ სოფელ კარდენახში გელა გრიშენკომ 0,25 მეასედ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვენახის ნაწილი გაჩეხა. ამის შესახებ მან ტელეკამერებთან ისაუბრა.
გრიშენკომ განაცხადა, რომ ქარხანასთან რიგში რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი დაპირებული 70 თეთრის ნაცვლად 60 გადაუხადეს, რაც საერთო ჯამში 1800 ლარს შეადგენს.
მისივე თქმით, ეს თანხა გაწეული ხარჯების დაფარვას არ ეყოფა და ვერც ბანკის ვალს გადაიხდის.