მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მღებრიშვილს ღამურების მოპარვა დააბრალეს და 3 თვე მიუსაჯეს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო პროკურატურა მღებრიშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ცხინვალის რეგიონიდან ღამურების გატანის მცდელობას ედავებოდა.

“ეხო კავკავზას” ინფორმაციით, ე.წ. სასამართლომ მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში სცნო დამნაშავედ. ამ დრომდე, ხვიჩა მღებრიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ღამურა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ მღებრიშვილმა ე.წ. საზღვარი ღამურების დასაჭერად გადაკვეთა. მათი მტკიცებით, ღამურების გაყიდვაში აშშ-ს ინტერესია.

საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები, აშშ-ის ინტერესების შესაბამისად, ე.წ. საზღვრის მიმდებარე სოფლებში ღამურებს იჭერდნენ. ამ მიზეზით, დე ფაქტო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ღამურების დაჭერა და ე.წ. საზღვარზე გადატანა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლუგარის ლაბორატორია

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო რეჟიმი ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და პროპაგანდისტული მოტივით, თავს ესხმიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო ხვიჩა მღებრიშვილის საქმის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. სამინისტროს განცხადებით, ამგვარი ქმედებები სტაბილურობის განმტკიცებასა და მშვიდობას ცალსახად ხელს უშლის.

“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის, ასევე, სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით.” — აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი პოსტები

Back to top button