“მიგრანტების მიღება აღარ შეგვიძლია” – ხორვატიის პრემიერი [Video]

ათასობით მიგრანტი ხორვატიის საზღვარს იმედით მიაწყდა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შეაღწევს და ლტოლვილის სტატუსს მოიპოვებს – გადმოსცემს Euronews.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა – ზორან მილანივიჩმა კი განაცხადა, რომ ქვეყანას მიგრანტების რეგისტრაცია და მიღება აღარ შეუძლია.

„2 დღის განმავლობაში, საზღვარი 13 ათასმა ადამიანმა გადალახა, გარკვეულმა ნაწილმა გზა გააგრძელა, მაგრამ მათ გადაადგილებას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, აგრეთვე, ჩვენთანაც ვეღარ განვათავსებთ. ხორვატიის ეკონომიკა, ტურიზმი, სატრანსპორტო ქსელი დარტყმის ქვეშ უნდა დავაყენოთ? ვიმეორებ, ჩვენ გული გვაქვს, მაგრამ კისერზე თავიც გვაბია.“ – განახცადა ზორან მილანოვიჩმა.

საინფორმაციო სააგენტო AFP-ს ცნობით, დღეს, 19 სექტემბერს, ლტოლვილებით სავსე 22 ავტობუსი (თითო 60 ადამიანს იტევს) ხორვატია-უნგრეთის საზღვარს მიადგა.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, უნგრეთის ხელისუფლებამ სერბეთის საზღვარი გადაკეტა და მავთულხლართები აღმართა, რის შედეგად, არალეგალთა ნაკადი ხორვატიას მიაწყდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button