მიგრანტებმა მიუნხენის მეტროში პენსიონერები გალახეს [Photo/Video]
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი რამდენიმე ლტოლვილი მიუნხენის მეტროში პენსიონერებს თავს დაესხა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ხანდაზმულმა მამაკაცებმა ქალის დაცვა სცადეს, რომელსაც მიგრანტები შეურაცხყოფას აყენებდნენ, – გვაცნობებს Daily Mail და ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს.
სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც არაბული გარეგნობის პირი გერმანელ ქალს გამოელაპარაკა და ჰკითხა, გერმანულად რატომ არ მპასუხობო? ქალმა უპასუხა, რომ შეკითხვა ინგლისურ ენაზე იყო დასმული და კაცს გაეცალა. მაგრამ ლტოლვილი მას არ მოეშვა, ზურგზე ხელი დაადო და მეორე ხელის მუშტი ვაგონის მინას დაარტყა.
ქალს 2 ხანდაზმული კაცი გამოესარჩლა, მაგრამ მიგრანტები ვერ დაწყნარდნენ და მათი გალახვა სცადეს.
“და ყოველივე ეს მიუნხენის ცენტრში დღის საათებში მოხდა”, – აღშფოთდა ვიდეოჩანაწერის ავტორი ტომ როტი.
“ძალიან მეცოდებიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მაგრამ ძალადობას და გარშემომყოფთა უფლებების შელახვას რამე უნდა მოვუხერხოთ. თავშესაფრის ბევრი მაძიებელი ქალებსა და მოხუცებს უხეშად და უპატივისმცემლოდ ექცევა, რაც ჩვენს კანონებს ეწინააღმდეგება”, – დასძინა როტმა.
აღსანიშნავია, რომ როგორც კი მატარებელი სადგურში შევიდა, პოლიცია გამოიძახეს. მაგრამ სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ მოცემულ სიტუაციაში არაფრის გაკეთება შეუძლიათ, ვინაიდან მიგრანტების დაკავების საბაბი არ გააჩნიათ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28602″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]