მიგრანტებმა საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვარზე “ევროპაში ფანჯარა გაჭრეს”[Photo/video]
მიგრანტებმა საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვარზე მავთულხლართები გაარღვიეს, – იუწყება Reuters.
ლტოლვილებმა სასაზღვრო ღობეში ჯერ პატარა გასასვლელი გაჭრეს. პოლიციამ დამცავი ფარის აღმართვა სცადა, მაგრამ მიგრანტებმა ღობის სხვა მონაკვეთი გაჭრეს და მაკედონიის საზღვარზე გადასვლა დაიწყეს.
გამოცემის ინფორმაციით, 25 თებერვალს საბერძნეთ-მაკედონისს საზღვარზე თავი 5 ათასამდე ადამიანმა მოიყარა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბუთების გარეშე მათ გატარებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ყველა ლტოლვილს ისევ ათენში გადაიყვანდა და მათ შემდგომ ბედს საბერძნეთი გადაწყეტდა.
მიგრანტებმა საზღვრიდან რამდენიმე მეტრში ბანაკი დასცეს. ამჟამად ისინი ისვენებენ და საბერძნეთიდან ავტობუსებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით, 2015 წელს საბერძნეთში ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან ნახევარმა მილიონმა ლტოლვილმა შეაღწია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30240″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]