სპორტი

მიხეილ ბერიშვილი _ ერთი ნაბიჯი ყატარის ჩემპიონობამდე

ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრების წევრ, მიხეილ ბერიშვილისთვის შედეგიანად წარიმართა.

ბერიშვილის ალ-შამალი ნახევარფინალში ალ-არაბს შეხვდა და იოლად გაიმარჯვა.

აღნიშნულ შეხვედრაში ალ-შამალი დიდი ანგარიშით უგებდა მეტოქეს. ამიტომ მწვრთნელმა დიდად აღარ დატვირთა ქართველი შემტევი და ბერიშვილმა პარკეტზე მხოლოდ 25 წუთი გაატარა.

ნახევარფინალი ანგარიშით: 97:75 დასრულდა.

ჩემპიონატის ფინალში ალ-შამალის მეტოქე ალ-გარაფა იქნება, რომელმაც თავის მხრივ ალ-სადს ნახევარფინალში 89:77 მოუგო.
ყატარის ჩემპიონობისთვის ბრძოლა 24 იანვარს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button