სპორტი

მიხეილ ბერიშვილის ‘ალ-შამალის“ მე-8 გამარჯვება

ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში „ალ შამა;ლმა“ აუტსაიდერ „ალ რაიანს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მიზერული ანგარიშით 75:74 მოიგო.

ქართველმა, მიშა ბერიშვილმა პარკეტზე 38 წუთი დაჰყო და 18 ქულა,11 მოხსნა, 8 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელს სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

მსაჯისგან 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგ მოწინააღმდეგენი სამჯერ დაჯარიმდნენ.

ალ-შამალი სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას კი ბერიშვილის გუნდი 16 იანვარს ჩემპიონატის ლიდერ„ალ გარაფასთან“ გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button