სპორტი

მიხეილ ბერიშვილის წარმატებული ორქულიანი და „ალ-შამალის“ გამარჯვება

ყატარის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, სადაც ბერიშვილის გუნდი „ალ-აჰლთან“ 84:85 – ს აგებდა, შეხვედრის დასრულებმადე 1,1 წამით ადრე ქართველმა ფორვარდმა 6 მეტრის მანძილიდან ისროლა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა: 86:85

მიხეილ ბერიშვილმა შეხვედრაზე სრული 40 წუთი დაჰყო და გუნდს 20 ქულა მოუტანა. მატჩის ბომბარდირად,მისივე თანაგუნდელი, ვაელ არკაჯი დასახელდა, რომელმაც აქტივში 39 ქულა მიითვალა.

„ალ-შამალი“ ყატარის ჩემპიონატში მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას გუნდი 22 დეკემბერს სტუმრად ჩაატარებს. მისი მეტოქე აუტსაიდერი „ალ-რაინი“ იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button