სპორტი

მიხეილ ერგემლიძე ბაქოს „საბაჰში“ ითამაშებს

მიხეილ ერგემლიძე კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემ „აზერისპორტი“ ავრცელებს.

საფეხბურთო კლუბი „საბაჰი“ ერგემლიძის გარდა 20 წლის აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი ფეხბურთელის, ილდარ ალაქპაროვის დამატებასაც აპირებს. ორივე სპორტსმენი კლუბმა საქართველოში საწვრთნელ შეხვედრაზე მიიწვია და დაკვირვება განახორციელა.

ირკვევა, რომ 21 წლის ქართველი ფორვარდი კონტრაქტს ბაქოს „საბაჰთან“ უახლოეს დღეებში გააფორმებს. ერგემლიძე თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და 2017/19 წლებში აქვე თამაშობდა. შემდეგ იჯარით „ჩიხურასა“ და „გაგრაში“ გადავიდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი თურქულ „ადანა დემისპორს“ შეუერთდა.

თბილისურ შეკრებაზე გამართულ შეხვედრებში ერგემლიძემ „საბაჰის“ შემადგენლობაში თავი გამოიჩინა და აქტივში საგოლე პასიც ჩაიწერა.

„დინამო თბილისის“ ყოფილი თავდამსხმელის გარდა, „საბაჰის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი მარცხენა მცველი ზურაბ ოჩიგავა ითამაშებს, რომელიც კიევის „დინამოს“ აღზრდილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button