მიხეილ ლომთაძემ მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო

მიხეილ ლომთაძემ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო. ახლა ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია.
რეიტინგის თანახმად, ლომთაძის ქონება 5.1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 596-ე ადგილს იკავებს, ხოლო ივანიშვილი კი 4.8 მილიარდი დოლარით, 632-ე ადგილზეა.
მიხეილ ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანიის, Kaspi-ს და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია. ის მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე განთავსდა.
მიხეილ ლომთაძე 1975 წელს ბათუმში დაიბადა. მან ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, სადაც მაგისტრის ხარისხიც მიიღო.
მამას სურდა შვილს ტექნიკური განხრით ესწავლა, თუმცა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა მის ასეთ დიდ წარმატებას.
ბიზნესმენს ერთი და ჰყავს, რომელიც მშობლების მსგავსად ბათუმში ცხოვრობს.
მილიარდერმა ბაკალავრის MBA ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.
ბიზნესსაქმიანობა საქართველოში დაიწყო. კომპანია „ჯი-სი-ჯი აუდიტი“ დააფუძნა და მისი ხელმძღვანელობა ითავა. 2002 წელს ეს კომპანია „ერსტ ენდ იანგის“ შემადგენელი ნაწილი გახდა.
2002 წლიდან საქმიანობა რუსეთში დაიწყო. 2003 წლიდან ლომთაძე რუსეთის წამყვანი ლიზინგური კომპანია, „ეუროპლანის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, მოგვიანებით კი მისი თავმჯდომარე გახდა.
ყახაზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი – „კასპი ბანკი“ 1991 წელს შეიქმნა. თავდაპირველად, მისი სახელწოდება „ალ ბარაკა ყაზახსტანი“ იყო. 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და „კასპიისკი ბანკი“ გახდა.
2008 წლის 18 ნოემბრიდან ამ სტრუქტურაში კიდევ ერთხელ განხორციელდა რებრენდინგი და მას „კასპი ბანკი“ ეწოდა.
ლომთაძე ყაზახურ ბანკს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი მისვლით კომპანიამ ბევრი ინოვაციური პროექტი განახორციელა, რაც წარმატებით დასრულდა.
ლომთაძე ქველმოქმედებითაც გამოირჩევა.
„კასპიბანკის“ დამფუძნებლებმა, მიხეილ ლომთაძემ და ვიჩესლავ კიმმა, კორონავირუსის 100 ათასი ტესტი შეისყიდეს და ლაბოროტორიებს გადასცეს.