მსოფლიოსიახლეები

ლიბიის სანაპიროზე მიგრანტებს ეძებენ

ლიბიის სანაპიროსთან მაშველები დაკარგულ მიგრანტებს ეძებენ. ნავი, რომლის ბორტზეც აფრიკული ქვეყნების მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ნაპირიდან 20 კილომეტრის დაშორებით გადაბრუნდა.

ლიბიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მაშველებმა 2 დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს. აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ამ დრომდე უცნობია 25 მიგრანტის ბედი.

ნავის ბორტზე, რომელიც ლიბიიდან ევროპის სანაპირომდე მიღწევას ცდილობდა, სულ 73 ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button