მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ურყევია-ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ახალ მიმართვაში. მიხეილ სააკაშვილი ღია წერილით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტს გამოეხმაურა.

“მე მჯერა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, შირაქის სამხედრო აეროპორტის აღორძინებას აქვს დიდი და პერსპექტიული პოტენციალი. შესაძლოა, გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მოიპოვოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან ახლოს განლაგებულმა ბაზამ, სადაც სამი ათასამდე ამერიკელი სამხედროს განთავსება იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, აუცილებელია ანაკლიის პორტის (ლაზიკის) საკითხის გადახედვა. ამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებას ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა დიდი ხელშეწყობა, თუმცა, 2020 წელს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რათა ემსახუროს რუსეთის ინტერესებს რეგიონში. ანაკლიის პორტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების გასაძლიერებლად, ასევე მთელს რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

მსგავსი პოსტები

Back to top button