მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი გახდა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობას დღეიდან შეუდგება. – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

სააკაშვილი ქალაქ ოდესაში უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან ერთად იმყოფება. როგორც უკრაინული მედია იუწყება, სააკაშვილს ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში შეკრებილებს პირადად პრეზიდენტი პოროშენკოს წარუდგენს.

პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს თქმთ, სააკაშვილს ის 35 წელია, ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან იცნობს და მან არა სიტყვით, არამედ საქმით დაამტკიცა, რომ შეუძლია კორუფციის დამარცხება და საქართველოს შემდეგ იგივეს ნახვა სურს ოდესაშიც.

მიხეილ სააკაშვილს პოროშენკომ უკვე მიანიჭა უკრაინის მოაქლაქეობა. სოციალურ ქსელ ტვიტერზე უკრაინელი მინისტრები სააკაშვილისთვის უკრაინის მოაქლაქეობის მინიჭებას ადასტურებენ. “მიშა, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი იქ”, – წერენ მინისტრები.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”8039″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”2″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1432990922666″]

სააკაშვილისთვის უკრაინის მოაქალაქეობის მინიჭებას ეხმაურება საქართველოც. ნინო ლომჯარია, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობა აღარ შეეძლება , – მისი თქმით, აღნიშნულს საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს.

“კანონმდებლობით პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში შესაძლებელია ეწეოდეს მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქე, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური მოღვაწეობა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ა.შ. შესაბამისად, თუ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ის ვერ შეძლებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს კომენტარებს ამ საკითხზე, რაც ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხზე.

“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის” თანახმად, “საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას”.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button