მნიშვნელოვანისიახლეები

მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარია-საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად, სამი პრეზიდენტი ქვეყნის მთავარი გამოწვევებისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდება.

ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი – განცხადება ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა:

“ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ , საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, რამდენიც არ უნდა გვქონდეს დაპირისპირებები წარსულში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი, ეს არის ჩემი პირადი შეფასება ” განაცხადა სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა.

მან ასევე თქვა რომ პირველ რიგში საუბარი ეხებოდა ურთულეს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომელიც ახლა საქართველოს წინაშე დგას და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარსარდლების პოზიცია:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა შიდა დაპირისპირების ტემპერატურის დასაწევად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერია.

გიორგი მარგველაშვილს სავსებით შესაძლებლად მიაჩნია, სამი პრეზიდენტის შეხვედრა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი პოლიტიკურ საქმეებზე. მარგველაშვილმა ამ კონტექსტში დაასახლა: მიხეილ სააკაშვილის საქმე, ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმე, ნიკა მელიას საქმე და ნიკა გვარამიას საქმე.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button