მიხეილ სააკაშვილი- ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ გამარჯვება იზეიმონ
მიხეილ სააკაშვილი გია ლორთქიფანიძის თანამდებობის დატოვებასთნ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ოდესისი გუბერნატორი ლორთქიფანიძის პოსზტე ყოფნის პერიოდს დადებითად აფასებს და მას გაწეული ღირესული სამსახურისთვის მადლობას უხდის.
“ეს იყო ოდესის ისტორიის ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიციის პირველი უფროსი, რომელიც ქრთამს არ იღებდა. თავიდან მას ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ ყველა მხრიდან იდევნებოდა. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნეთ, ოდესა ნორმალურ და მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნეთ და ასევე იმისთვის, რომ სრულიად ძირგამომპალ სისტემაში სუფთა დარჩი და ღირსება შეინარჩუნე. ახლა კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ. მაგრამ ვარწმუნებ მათ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.