მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარია-შოთაძე

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია.
შოთაძემ ასევე ისაუბრა იმ საქმეებზე, რომლებშიც სააკაშვილი ბრალდებული და მსჯავრდებულია.
ქვეყნის მთავარმა პოკურორმა სააკაძვილზე საუბროს დროს ყურადღება 6 პიჯაკის და 1 ქაშმირის პალტოზეც გაამახვილა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიჯუტეიდან თანხა გაფლანდა
„აქ, საუბარია 8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. როდესაც ვიღაცები ცდილობენ ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, ეს უბრალოდ, სასაცილოა, როდესაც მილიონებზეა საუბარი. დადასტურებული ფაქტია, რომ ეს მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა და დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებაზე, მათ შორის, მისი მეგობრების ტაილანდის ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებაზე, ასევე დაიხარჯა კოსმეტიკურ პროცედურებზე, მისი კულინარიული ფანტაზიის დაკმაყოფილებაზე, როდესაც მზარეულები უცხოეთიდან ჩამოჰყავდა და ამაზეა საუბარი. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მსგავს ხარჯს გასწევს, არამიზნობრივად გახარჯავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, რა თქმა უნდა, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მოუწევს პასუხისგება“, – განაცხადა შოთაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარი, შოთაძე პასუხობს, რომ ის ჩვეულებრივი პატიმარია.
„შემიძლია გითხრათ სამართლებრივად, თქვენ ელაპარაკებით გენერალურ პროკურორს და თითოეული ჩემი პასუხი არის სამართლებრივი. სამართლებრივად შემიძლია გიპასუხოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი. რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს, ამ საკითხზე გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს, მთელი რიგი ექსპერტიზაა დანიშნული, ჩატარებულია საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და კიდევ ბევრია ჩასატარებელი. მას შემდეგ, რაც ამოიწურება ეს საგამოძიებო მოქმედებები, ყველა ამ ქმედებას პროკურატურა სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საზოგადოება ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობს“, – განაცხადა შოთაძემ.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, სდსს-ს უფროსი, ანზორ ჩუბინიძეზე ვიხილოთ ბრალდებულის ამპლუაში, შოთაძე პასუხობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაძლოა აღმოჩნდეს ბრალდებული.
„ანუ თქვენ მეკითხებით მიხეილ სააკაშვილს კიდევ აქვს თუ არა გაფლანგული სახელმწიფო თანხები? მე შემიძლია, გითხრათ, რომ სხვა წლებზე მათ შორის, სახელმწიფო ადმინისტრაციის ხარჯებზეც და შემდგომ პერიოდზეც მიმდინარეობს გამოძიება. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი შესაძლოა, აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მიდის გამოძიება და შესწავლა. ამ ეტაპამდე რაც არის დადგენილი, საუბარია სდსს-ის მიერ 8 მილიონი ლარის ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაზე, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღესდღეობით არის ბრალდებული“, – განაცხადა შოთაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
„ეს გადაწყვეტილება არის ქართული მხარის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომთან დაკავშირებით. პროკურატურა და ჩვენი გამომძიებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ჩვენ მოვაგროვეთ ასეულობით მტკიცებულება, რომლებიც წარდგენილი იყო სტრასბურგის სასამართლოში და რომელმაც ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი იქონია ქართული მხარის გამარჯვებაში და მე მინდა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მივულოცო. ეს იყო იუსტიციის სამინისტრო რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და რა თქმა უნდა ჩვენ“, – განაცხადა შოთაძემ.
არის მცდელობა, წინასწარ გამარჯვებად გამოაცხადონ პროცედურული საკითხი – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მიხეილ სააკაშვილის სარჩელი, ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, გააბათილოს მტკიცებულებები საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებების დარღვევის შესახებ. ოხანაშვილმა პარალელი ,,რუსთავის 2″-ის საქმეზე გაავლო, როცა ოპოზიციამ ნაადრევად იზეიმა.
ეს არის ჩვეულებრივი დასაშვებობის ეტაპი, პროცედურული საკითხია, რომელიც პირიქით, ჩვენს ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, წარდგენილ იქნეს მტკიცებულებები, რომ გაბათილდეს ის ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა უფლებების შელახვას.
,,რუსთავის 2″-ის საქმეც იქნა დასაშვებად მიჩნეული. გახსოვთ პარტიული ტელევიზიების აჟიოტაჟი მასთან დაკავშირებით, ანუ წინასწარ იზეიმეს ის, რაც იყო პროცედურული საკითხი. ასე იქნება აქაც, არის მცდელობა, რომ მოხდეს წინასწარ გამარჯვებად გამოცხადება იმის, რაც არის პროცედურული საკითხი – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
,,შეეგუეთ მარცხს”-საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს და ურჩევს, ციხის კარი გაუღონ. მიხეილ სააკაშვილი ევროსასამართლოს დადგენლებას მიესალმება და ამბობს, რომ სტრასბურგმა იმედები ამჯერადაც გაუმართლა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას ეხმაურება და მასზე წერს, რომ “დიდი გამარჯვებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს”. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის მოსახლეობის მიერ წარდგენილი 370 ინდივიდუალური საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი 370 ინდივიდუალური.
იუსტიციის მინისტრის თქმით, სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები იმაზე, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი რუსეთის მხრიდან აქტიურად იბომბებოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძისგანცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ თუ დაცვის მხარეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღება გამარჯვებად მიაჩნია, “ეს ძალიან საოცარია”.
შოთა თუთბერიძე გენპროკურორს ურჩევს, მანამ, სანამ შეფასებებს გააკეთებს, პირველ რიგში სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხოს.
შოთა თუთბერიძის ხმა
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყველა არგუმენტი გაიზიარა და საქმის არსებით განხილვას იწყებს. წარდგენილ დოკუმენტებში ორ ეპიზოდზეა საუბარი. ესენია ე.წ. “ვალერი გელაშვილის საქმე”, სადაც ადვოკატების განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სასამართლომ ისე გამოიტანა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს. მეორე ეპიზოდი ე.წ. “შეწყალების საქმეს” უკავშირდება, სადაც სააკაშვილი, პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციის ბოროტად გამოყენების გამო გასამართლდა, რაც უფლებადამცველების თქმით, სამართლებრივი აბსურდია.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო.
აქვე გაცნობებთ რომ ამ წუთებში, პროკურორთა კონფერენცია მიმდინარეობს, კონფერენციის მონაწილეებმა კი დღის ბოლომდე საპროკურორო საბჭოს 3 წევრი უნდა აირჩიონ. პროცედურა ასეთია – მოუსმენენ კანდიდატებს, შემდეგ კი გაიმართება ფარული კენჭისყრა. საპროკურორო საბჭოს წევრობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის, მათგან კი მხოლოდ 3 უნდა აირჩიონ, 4 წლის ვადით. კანდიდატების მოსმენა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.