“სააკაშვილის ექსტრადიციაზე მოლაპარაკება გრძელდება”

“ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან – უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან საკმაოდ აქტიურად,”- ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე განაცხადა.

შოთაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში გადმოცემის თემაზე მუშაობა მიმდინარეობს. მთავარი პროკურორის განცხადებით, ექსტრადირების მოთხოვნაზე მიმართვა კვლავ გაგზავნილია.

“ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში, რაზეც მივიღეთ უარი. ეს მოთხოვნა გაგზავნილია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან – უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან საკმაოდ აქტიურად, თუმცა დღესდღეობით შემაფერხებელი გარემოება მისი ექსტრადირების საქართველოში სამართლებრივად არის მათი კონსტიტუცია, რომლის თანახმად, უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე,” – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

“სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საკითხი არ განიხილება”

მსგავსი პოსტები

Back to top button