მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
სულ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა:
“დღეს ჩამომივიდა ყვარლის საფერავი საქართველოდან და მე ვფიქრობ არის საბაბი, რომ რაღაც რაღაცეები ავღნიშნოთ დღეს ძალიან მაღალი ხარისხის მშობლიური ღვინით.”
უკრაინის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება. თავდაპირველად, მას უკრაინის პრეზიდენტმა ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა, მაგრამ უმაღლეს რადაში საჭირო სადეპუტატო ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, გადაწყვეტილება შეცვალა და საქართველოს ექსპრეზიდენტი სხვა თანამდებობაზე დანიშნა.