მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა კარგად მიდის- გიორგი გრიგოლია

მარტივი ენით რომ განვმარტოთ, გამოჯამრთელება დაწყებულია,- ამის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსულიუმის წევრმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების დროს განაცხადა.
რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა კარგად მიდის.
” ჩვენ რამდენიმე მძიმე დარღვევა აღვნიშნეთ, როცა ის გლდანის დაწესებულებაში იმყოფებოდა.ეს არის ენცეპალოპათია, ჰიპოკალიემია, მეტაბოლიზმის მოშლილობა. ამ ყველაფერს დრო დაჭირდება, მინიმუმ ერთი თვე, რომ ყველაფერი ალაგდეს. კარგია, რომ კვება დაიწყო, ესხმევა ელექტროლიტები, გასაგები ენით რომ ვთქვათ, დაწყებულია გამოჯანმრთელების პროცესი და ის არის უკეთესად, ვიდრე ხუთი დღის წინ. როცა ჩვენ მოვინახულეთ ჰქონდა ენცეპალოპათიის ნიშნები, ეგრეთწოდებული ვერნიკეს ტიპის. ამის შემდეგ იყო გონების კარგავა, რომელიც მალევე აღმოიფხვრა.იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს თავის კვალს არ დატოვებს. ამას ჭირდება კვლევა, ამას ჭირდება დაკვირვება საბოლოოდ ნევროპოთოლოგები თავის დასკვნას დაწერენ. მაინც მგონია, რომ კვლს არ დატოვებს. მე მას ვეკონტაქტე 48- ე დღეს, იყო კონტაქტური, აზროვნებდა კარგად, ოღონდ შეფერხებით. რას შევადარო არ ვიცი, მე აქამდე სააკაშვილი ცოცხლად არ მინახავს, მხოლოდ ტელევიზორში. ეტყობოდა, რომ იყო გამოფიტული, სუსტად და ეს ყველაფერი არის შიმშილობის შედეგი. მე მაქვს კონტაქტი კოლეგებთან და ვიცი, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს”_ განაცხადა გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება.
24 ნოემბერს ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ დამატებითი დეტალები უნდა მიიღოს.