მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შიდა არჩევნების შემდეგ, პარტიის პოლიტსაბჭო გასვლით სხდომაზე პირველად შეიკრიბა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, სხდომის დღის წესრიგში იქნება ყველა ის საკითხი, რაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ემსახურება.
” იქნება მიხეილ სააკაშვილის საკითხი, თუ როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას სააკაშვილის თავისუფლებისათვის. ბუნებრივია, გვექნება საუბარი, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე, რაც გულისხმობს რუსული ხელისუფლების და კრემლიდან მართული ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც ივანიშვილის რეჟიმის დაამარცხებს და ქართველ ხალხს მოუტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.” – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ პასუხი არ გასცა კითხვებს, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და მისი განცხადებების შესახებ.
პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დახურულია და მას წევრების უმრავლესობა ესწრება