მნიშვნელოვანისიახლეები

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს გაგრძელდება

ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს გაგრძელდება.

დღევანდელი სხდომა, რომელზე დასწრების უფლებაც მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს, ადვოკატებმა დატოვეს.

იმის გამო, რომ არ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დასწრება სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვდა. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების განცხადებით, ბადრი კოჭლამაზაშვილს დავალება აქვს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში ვერ მივიდეს.

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა კანონი დაარღვია, როცა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიყვანაზე უარი თქვა – ექსპრეზიდენტის სხდომაზე დასწრება სასამართლომ მოითხოვა.

ადვოკატების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button