მნიშვნელოვანისიახლეები

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი ხმაურის ფონზე დაიწყო. სხდომას მიხეილ სააკაშვილი ესწრება. ის საზოგადოებას სიტყვით დღესაც მიმართავს

მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე საბრისას ბრალდების აბსურდულობაზე ისაუბრა.

მან სხდომაზე “ქართული ოცნების” ლიდერების და პრემიერ-მინისტრის მდიოდრული სახლების ფოტო წარადგინა და თქვა, რომ მმართველი გუნდი ხალხის ხარჯზე მდდრდება. მისი მმართველობის დროს კი მას სახლიც კი არ შეუძენია.

სააკაშვილის გამოსვლამ საქმის პროკურორების გაღიზიანება გამოიწვია. ხმაური ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

“პროცესი, რომელიც ტარდება არის პოლიტიკური, ანეკდოტური, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო საქართველოს ისოტირაში”- ამბობს სააკაშვილი.

პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ბრალდებულს ბრალდების საქმეზე ესაუბრა სხდომაზე. სიტყვიერი შეკამათება პროკურორებსა და ბრალდებულს შორის სწორედ ამას მოჰყვა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

მესამე პრეზიდენტის ხმა სასამართლო პროცესიდან

აუდიო დამკვრელი

მესამე პრეზიდენტის პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის პირადი პატიმარია და “ოცნება” მისი პატიმრობით კრემლის დავალებას ასრულებს.

პროცესს ესწრება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ერთი დიდი უსამართლობაა.

თაკო ჩარკვიანის ხმა

აუდიო დამკვრელი

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button