მნიშვნელოვანიმსოფლიო

მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიესაჯა

კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და უკრაინის ოპოზიციური პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერს, მიხელ სააკაშვილს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილი ვალდებულია კიევში, საკუთარ სახლში იმყოფებოდეს 22:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე.

სასამართლო მას ასევე ავალდებულებს, პირველი გამოძახებისთანავე გამოცხადდეს გამომძიებელთან და არ გავიდეს კიევიდან პროკურორის ნებართვის გარეშე.

მიხეილ სააკაშვილმა „სულგაყიდული არსება“ უწოდა მოსამართლეს და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მას ვერ შეაჩერებს.

მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. დაახლოებით ერთი თვის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button