მიხეილ სააკაშვილს ციხეში პაემნების უფლება შეუზღუდეს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, პაემნების უფლება შეეზღუდა და ოჯახის წევრების მონახულების საშუალებას მხოლოდ თვეში ერთხელ მისცემენ. შეზღუდვის მიზეზებს პენიტენციური სამსახური ჯერჯერობით არ განმარტავს.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეს დაემატება.
„ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება.
რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე. მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს,“ – წერს მიხეილ მიხეილ სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მოინახულა. მისი თქმით, ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის იზლაციაში მოქცევას და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობს.
უკრაინის პროკურატურამ მიხეილ საკაშვილი ცნო დაზარალებულად, რის საპასახუდაც ხელისუფლებამ გადადგა ახალი რეპრესიული ნაბიჯი და ნაცვლად იმისა, რომ ამ გამოწვევას უპასუხოს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, მან განუცხადეს, რომ კუთვნილი პაემნის უფლებით ის ვერ ისარგებლებს და თეშ მხოლოდ ერთხელ ექნება შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრს, რაც არის პატიმრობის კოდექსის უხეში დარღვევა, – თქვა ბექა ბასილაია.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატმარია და “ქართული ოცნება” მისთის დისკომფორტის შექმნას ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს.
პრეზიდენტ სააკაშვილს პატიმრობის დღიდან არ ეძლევა სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება და ეს უკვე სერიოზული დარღევაა. პრეზიდენტ სააკაშვილს არ ეძლევა ექიმებთან შეხვედრის შესაძლებლობა და ამ მიმართულებით სერიოზული დისკომფორტი აქვს მის ჯანმრთელობას და დაფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ახლა ვნახეთ, რომ კიდევ ერთი შეზღუდვა მოუფიქრეს იმისთვის, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო მძმე მდგომარეობაშ ამყოფონ. ეს გადაწყვეტილებაც არის პოლიტიკური მის წინააღმდეგ და ემსახურება პრეზიდენტ სააკაშვილის დასჯას, იმიტომ, რომ რუსი ოლიგარქი ვერ იტანს მოწინააღმდეგეს, ოპონენტს, რომელსაც რეალურობაშ ამ ქვეყანაშ ცვლილებები შეუძლია, – ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.