რეგიონი
მიკრო ავტობუსების მძღოლების აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში საქალაქთაშორისო მიკრო ავტობუსების მძღოლები, რომლებიც ცენტრალურ ავტოსადგურში მუშაობენ, საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი თქმით, ქალაქის მასშტაბით, არა ერთი ახალი ავტოსაგური გაიხსნა, რის გამოც ისინი მგზავრებს კარგავენ და ფაქტობრივად ზარალზე მუშაობენ.
პროტესტის ფარგლებში ისინი დღეს სავაჭრო ცენტრს “ალიანსთან” შეიკრიბნენ, სადაც ახალი სადგური “ბას სთეიშენია” გახსნილი.
კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი კანონის სრული დაცვით მუშაობენ, ხოლო საპროტესტო აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
მიუხედავად ამისა, დედაქალაქის და სხვა ქალაქების მიმართულებით რეისები შეუფერხებლად სრულდება