რეგიონისიახლეები

მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად, პოლიციელი გარდაიცვალა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც პოლიციის შენობასთან მოხდა, შსს-ს თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპული ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია. წინასწარი ინფორმაციით, ქვეითად მოძრავ პოლიციელს მიკროავტობუსი დაეჯახა.

შსს-ში ამბობენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button