მიკროავტობუსს, რომელიც ავარიაში მოყვა, აქციის ხალხი გადაყავდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/10/ავარია-2.jpg)
გორთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული პირები, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”,-ს მხარდამჭერები იყვნენ და ისინი აქციიდან ზუგდიდში ბრუნდებოდნენ.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მიკროავტობუსი გზაზე, შესასვენებლად გაჩერდა, რა დროსაც მას ტრაილერი დაეჯახა. გარდაიცვალა 6 და დაშავდა 11 ადამიანი.
პარტიამ, წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია, 29 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გაამრთა.
აღნიშნულთან დაჯავშირებით განცხადებას ავრცელებს ოფიციალური უწყება.
“პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
“2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.