სპორტი

მილანის „ინტერმა“ ახალი ფორმა წარმოადგინა

2021/22 წლების სეზონისთვის იტალიის ჩემპიონმა მილანის „ინტერმა“ საშინაო ფორმის ახალი კომპლექტი წარმოადგინა.

დიზაინი გველის ტყავის მოხატულობისაა. შეგახსენებთ, რომ „გველები“ მილანური გრანდის ერთერთი მეტსახელია.

„ნერაძურას“ ტექნიკური სპონსორი ამერიკული ფირმა „NIKE”-ა.

ფორმა ტრადიციულად შავი და ლურჯი შეფერილობისაა, თუმცა ვერტიკალური ხაზების ნაცვლად ფიგურები აგრესიული ტონალობით ხასიათდება.

საყელო და მანჟეტები მკვეთრად შავი ფერისაა. ასევე შავია და ოქროსფერი დეტალებითაა გაფორმებული შორტი და გეტრები. კლუბის ლოგო და გერბი კი გამარჯვების ნიშნად მთლიანად ოქროსფერია.

მილანის „ინტერი“ გასულ სეზონზე იტალიის ჩემპიონი 11 წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. ამის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თანამდებობა დატოვა და ინტერნეციონალები, „ლაციოდან“ წამოსულმა სიმონე ინძაგიმ ჩაიბარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button