სპორტი

მილანმა კიდევ ერთი ტრანსფერი გააფორმა. ბალო ტურე „როსონერიში” 4 წელი დარჩება

მილანის ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრასფერო ბაზარზე კიდევ ერთი შენაძენი გააკეთა. იტალიურმა კლუბმა ფრანგული მონაკოდან სენეგალელი მცველი ფიდო ბალო-ტურე დაიმატა.

მასში მილანურმა კლუბმა 4,2 მლნ ევრო გადაიხადა და ბონუსის სახით ნახევარი მილიონი ევროც დაამატა.

ტურე მარცხენა მცველის კატეგორიაში პოზიცირებს და მას თეო ერნანდესის ალტერნატივად განიხილავენ.

24 წლის სენეგალელი მილანში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება და 5 ნომრიან მაისურს მოირგებს.

ფიდო ბალო-ტურე მონაკოში 2019 წლიდან თამაშობს. მან კლუბთან ერთად 56 მატჩი ჩაატარა და 2 წლიანი გამოსვლა უგოლოდ დაასრულა.

მილანურმა კლუბმა გუშინ კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა.ლონდონის „ჩელსის“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ როსონერიში 2 წლის მანძილზე 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button