ნინო ბურჯანაძე თანაპარტიელებმა დატოვეს [აუდიო]

ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობას” პარტიის გენერალური მდივანი და კიდევ 2 წევრი ტოვებს. ზაზა ვეკუა, თამარ ცინცაბაძე და შალვა ოგბაიძე, რომლებიც თბილისის საკრებულოს წევრებიც არიან, ადასტურებენ ამ ინფორმაციას.

რუსთავი 2-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი პარტიიდან წასვლა საქართველოს “უბლოკო სტატუსის” შესახებ პოლიტიკურ განაცხადს უკავშირდება. შესაბამის დოკუმენტზე ამ სამიდან არც ერთს არ აქვს ხელი მოწერილი.

ბურჯანაძის ყოფილი თანაპარტიელების: ზაზა ვეკუას და თამარ ცინცაბაძის ხმა ►

გაერთიანებული დემოკრატები ყოფილ 3 თანაგუნდელს მორალს ახსენებენ და საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებენ. განცხადება პარტიის ოფისში ბაკურ ბაკურაძემ გააკეთა. პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 3 წევრის დატოვების გამო პარტია არ დაზარალდება.

ბაკურ ბაკურაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button