მსოფლიოსიახლეები

მილიარდები, ვაქცინის შესაქმნელად

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის დასაფინანსებლად, ევროკავშირი 1 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო ვირტუალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ევროკომისია, საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში, 1 მილიარდი ევროს შენატანს გააკეთებს. კორონავირუსთან ცხოვრება მოგვიწევს მანამ, სანამ ვაქცინა არ შეიქმნება. ამიტომაც უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ვაქცინისა და დიაგნოსტირების საშუალებების შექმნის მიზნით. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს საშუალებები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ადამიანისთვის მსოფლიოს მასშტაბით. ამ მიზნებისათვის 7.5 მილიარდი ევრო უნდა შევაგროვოთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად, საფრანგეთის ხელისუფლება 500 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ, დონორთა ვირტუალური კონფერენციის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„საფრანგეთი ვალდებულებას აიღებს, დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყოს. ეს თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინისა და პრეპარატების შექმნას მოხმარდება.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დამატებით 525 მილიონი ევროს გამოყოფის მზადყოფნა გამოხატა.

„ჩვენ 525 მილიონ ევროს გამოვყოფთ. განვაგრძობთ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას ჯანდაცვის გლობალური სისტემის გასაძლიერებლად“. – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button