ვაკანსია – რადიო თბილისი FM93.5

რადიო „თბილისი“ FM93.5 აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დედაქალაქში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება – სასურველია მედია მარკეტინგში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში.
- აუცილებელი მოთხოვნაა გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 1 წელი (სასურველია მედიაგაყიდვებში)
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office – Word, Excel, PowerPoint
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება და პროდუქტების/სერვისების შეთავაზება
- პრეზენტაციის და შეთავაზების მომზადება და წარდგენა
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ახალი სერვისების/პროდუქტების წარდგენა, შეთავაზება
ძირითადი მოთხოვნები და თვისებები:
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკების წარმოების უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმართვა
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- დროის მართვის კარგი უნარი
ანაზღაურება: ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი, რომელიც გაყიდვების შედეგის შესაბამისად ანაზღაურდება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tbilisifm93.5@gmail.com
წერილის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: „გაყიდვების მენეჯერი“
2016 წლის 5 ივნისის ჩათვლით.
არასრული განაცხადი არ განიხილება. ასევე არ განიხილება კომპანიის ტელეფონზე შემოსული ზარები.