მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 39 შეტევა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 45 საავიაციო და 1 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 53-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 39 შეტევა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება დონეცკის ოლქის ქალაქების, ბახმუტისა და მარინკისთვის.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 9 და 10 მაისს უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ ბახმუტის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, 10 მაისს ბახმუტსა და მის შემოგარენზე რუსული ძალების შეტევაში ისევ მონაწილეობდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, მიუხედავად დაჯგუფების დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებისა, რომ „ვაგნერელები“ ამ რაიონს შუაღამიდან დატოვებდნენ.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 11 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 196 920 (+ 610)
​ტანკი – 3 740 (+4)
ჯავშანტექნიკა – 7 287 (+12)
საარტილერიო სისტემა – 3 053 (+14)
სარაკეტო სისტემა – 557 (+2)
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 310 (+2)
თვითმფრინავები – 308 (+0)
ვერტმფრენი – 294 (+0)
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 227 (+3)
საკრუიზო რაკეტები – 970 (+0)
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 984 (+ 10)
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 391 (+2)
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button