მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მილიონი ხელმოწერა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 21 ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადადის. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ის, რაც ხელისუფლების აზრით, ზოგადად კარგ პრინციპად არის მიჩნეული, რატომ არ შეიძლება, 2020 წლიდან ამოქმედდეს?!

კონსტიტუციის შესწორების პროექტის ინიცირებისთვის პარლამენტში 200 000 ხელმოწერის შეტანაა საჭირო, თუმცა ოპოზიცია მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს.

მოისმინეთ ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე მამუკა კაციტაძის, “თავისუფალი დემოკრატების” წევრ ალექსანდრე ბარამიძის და ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრ ეკა ბესელიას კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button