სპორტი

მილუოკი ბაქსი ჯო ბაიდენმა მიიღო. მამუკელაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში

მილუოკი ბაქსი აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლში დაპატიჟა. ბაქსი პირველი გუნდია ბოლო 5 წლის განმავლობაში,რომელიც ამ მიწვევას დათანხმდა.

აღსანიშნავია,რომ NBA -ს 2017 და 2018 წლების ჩემპიონი გოლდენ სტეიტი, 2019 წლის ტრიუმფატორი ტორონტო და 2020 წლის პირველადგილოსანი ლოს-ანჯელეს ლეიკერსი დონალდ ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ და მასთან სტუმრობაზე უარს აცხადებდნენ.

იმის მიუხედავად,რომ სანდრო მამუკელაშვილი გუნდს მხოლოდ წელს შეუერთდა და საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი არ გახლავთ,ის სტუმართა სიაში მაინც მოხვდა და შანსი ხელიდან არ გაუშვია.

შეგახსენებთ,რომ მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილს ინარჩუნებს. სანდრო მამუკელაშვილს კი 7 შეხვედრაში საშუალოდ 2,5 ქულა და 13 მოხსნა აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button