მნიშვნელოვანისიახლეები

მიმდინარეობს შეტევა პრემიერზე რომ სააკაშვილს ჩამორეცხონ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული ათეულობით და ასეულობით მილიონი მაგრამ არ გამოდის

მმართველი და ოპოზიციური გუნდი პრემიერის ჩარტერს განიხილავენ

პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით, განცხადებები კეთდება უმრავლესობაში. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, პრემიერის მხრიდან საბიუჯეტო თანხების ხარჯვას ადგილი არ ჰქონია და ყველაფერი დეკლარაციაში აისახება.

როცა გჭირდებათ, ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი არის ღატაკი, ღარიბი და პენსიის გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს. თუ „საჭირო გახდება“, ღვინის ქარხნები, ბიზნესები აქვს. რანაირად არის ეს ამბავი, ამაზეც ჩამოვყალიბდეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, მიმდინარეობს შეტევა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ სააკაშვილს ჩამორეცხონ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული ათეულობით და ასეულობით მილიონი, მაგრამ არ გამოდის.
„კულისებიდან რომ ავრცელებთ ხოლმე ინფორმაციებს, აქვს ღვინის ქარხანა ან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესები, თუ არა? ჩამოვყალიბდეთ, ამ კაცს რაღაც ბიზნესი აქვს, თუ არა. პირადად, პრემიერ-მინისტრისთვის არასდროს დამისვამს კითხვა მამის ბიზნესებთან დაკავშირებით, თუმცა მსმენია, რომ მას რაღაც ბიზნესები აქვს, ჰქონდა თანხა და გადაიხადა შვილიშვილის გამგზავრებაში. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ჩემთვის სარწმუნოა. დაელოდეთ, დეკლარაციაში ჩაიწერება ყველაფერი. მიმდინარეობს შეტევა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ სააკაშვილს ჩამორეცხონ ათეულობით და ასეულობით მილიონი, მაგრამ არ გამოდის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დადასტურდა, რასაც „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პრემიერის ჩარტერულ რეისზე სახელმწიფოს თანხები არ დახარჯულა. მდინარაძის თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა დღეს განაცხადა, რომ ეს იყო კერძო თანხები.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციური არხების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციები ტყუილი აღმოჩნდა.
„დღევანდელ პრემიერთან შეტევაზე გადადის ადამიანი, ვინც ესკობარის საფლავის მოსანახულებლად სახელმწიფო ხარჯებით დადიოდა. აღარაფერს ვამბობ მკბენარი მასაჟისტების ჩამოყვანაზე, პირით რომ უნდა ეკეთებინა მასაჟი. არ გაინტერესებთ, საიდან აქვს გიული ალასანიას ათეულობით, თუ ასეულობით მილიონი დოლარი, ხან ლობისტებს რომ ქირაობს და საიდანღაც ქონებები რომ გაუჩნდა? უბრალოდ გაინტერესებდათ, რომ სააკაშვილისთვის ეს ცოდვები ჩამოგერეცხათ, მაგრამ ვერ მოახერხეთ, რადგან პრემიერის ჩარტერულ რეისზე კერძო თანხები ყოფილა დახარჯული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა. ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და დავალების მიცემის მომენტში, მითითებული იყო, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე “ყველაფერი სათანადოდ, კანონის შესაბამისადაა გაკეთებული”.
ჟურნალისტებმა მას ანზორ ჩუბინიძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საიდან ჰქონდა ღარიბაშვილის მამას 34 ათასი ევრო, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ ამის თქმა “მისი პრეროგატივა” არ არის.
ოცნების თავმჯდომარის თქმით, ხარჯები დეკლარაციაში აისახება და ღარიბაშვილს “დასამალი არაფერი აქვს”.
“ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს. აბსოლუტურად ყველაფერს გაიგებთ, ყველაფერი არის სუფთად. განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც ახლა სპეკულირებს ამ თემით”- ამტკიცებს კობახიძე.

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს უკვე “ახალი ფურცელი დაიწყო” პროპაგანდის. ასე პასუხობს ის პრემიერის მამის მიერ ჩარტერის ხარჯების გადახდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. კალაძე წინა დღეების მსგავსად იმეორებს, რომ დეტალური ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში აისახება.

“მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული შეტევა პრემიერმინისტრზე, მის ოჯახზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველაფერი იცით და ყველაფერი იცოდა ოპოზიციამ. მთელი ამ ხნის განმავლობაში პროპაგანდა ჰქონდათ იმისა, რომ თითქოს, ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა და ჰქონდათ მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც ბევრჯერ მოგვიწია განცხადების გაკეთება, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა აღნიშნულ ფრენასთან დაკავშირებით.
დღეს, ნახეთ, როგორი სიტუაცია გაქვთ – დღეს უკვე მიიღეთ ინფორმაცია, კონკრეტიკა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით ყველაფერი, დღეს უკვე ახალი ფურცელი დაიწყო პროპაგანდის. შეიძლება, ჩემი მხრიდან უხერხული იყოს დეტალებში შესვლა, თავად პრემიერი, ვიცით, თანამდებობის პირებს გვაქვს ვალდებულება, წარმოვადგინოთ დეკლარაციები – დაელოდეთ დეკლარაციას, ყველაფერი იქნება გაწერილი/მითითებული”, – აცხადებს ის.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.
ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და დავალების მიცემის მომენტში, მითითებული იყო, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან.
„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მივახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.
რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი წინა ხელისუფლების პერიოდს და ბიუჯეტიდან პირადი მოხმარების მიზნით თანხების გაფლანგვას იხსენებს.
“რადიკალური ოპოზიცია სამარცხვინო დღეშია ჩავარდნილი, მათ გამრავლების ტაბულა უდევთ მაგიდაზე და როგორც ჩანს, გამრავლება და შეკრება არ იციან. ფაქტი არის ის, რომ საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და ყველა შესაბამისი შემოსავალი თუ გასავალი იქნება აღწერილი მომდევნო წლის დეკლარაციაში. მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ ესენი, ფაქტობრივად აღიარებით ჩვენებას წერენ ერთი მეორეს მიყოლებით მათი ბელადის, სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც სულ მცირე 9 მილიონი ლარი დახარჯა მხოლოდ პირადი სიამოვნებისა და კმაყოფილებისათვის. ეს 9 მილიონი ლარი იყო ზუსტად სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, ანუ გადასახადის გადამხდელთა თანხა, რომელსაც პირად სალაროდ მიიჩნევდა ეს ადამიანი და ისე განკარგავდა როგორც მოეპრიანება”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ჩანს, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიდინა – მას არც ისრების წინა ხელისუფლებაზე გადატანა და არც ისეთი სასაცილო და კომიკური განცხადებები უშველის, რომ თურმე მგზავრობის საფასური, 34 ათასი ევრო პენსიონერმა მამამ გადაუხადა – ველოდებით, გენერალური პროკურორის პოზიციას! – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ანზორ ჩუბინიძის განცხადებით საზოგადოებას მოატყუებს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების ინიციატივას, სამნიძის თქმით, როდესაც ცნობილია, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად საკმარისი ხმები ოპოზიციას არა აქვს, აღნიშნული პროცესის დაწყება იმ პროცესს დაემსგავსება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ წამოიწყო.
„პრემიერის ქმედებაზე, რომელიც სახელმწიფო სახსრების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას უკავშირდება, თავის გასამართლებლად რამდენიმე განცხადება გავრცელდა, ისრები წინა ხელისუფლებაზე გადააქვთ.
ჩანს, რომ სერიოზულ კორუფციასთან გვაქვს საქმე. იკვეთება კორუფციისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. პირველ რიგში, ამაზე რეაქცია და პოზიცია გენერალურმა პროკურორმა უნდა დააფიქსიროს. გამოძიება აუცილებელია.
გაუჭირდება ირაკლი ღარიბაშვილს იმის დადასტურება, რომ მან სახელმწიფოს სახსრები არ გამოიყენა და მის ქმედებაში არ არის კორუფციის ნიშნები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შპს მოვლის მართვის კომპანიამ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს “ქართული ფესვებს”, რომელიც პრემიერმინისტრის მამის, ტარიელ ღარიბაშვილისაა.
მისივე თქმით, კომპანიას 150 000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე, რომ ყურძენი გადაამუშაოს.
“ფული საიდან? ეკონომიკის სამინისტროს აქვს სსიპ ‘საწარმოთა მართვის სააგენტო’; სსიპ ‘საწარმოთა მართვის სააგენტოს’ აქვს შპს ‘მოსავლის მართვის კომპანია’; შპს ‘მოსავლის მართვის კომპანია’-მ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს ‘ქართული ფესვები’-ს.
შპს ‘ქართული ფესვები’ არის ტარიელ ღარიბაშვილის. 150,000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე რომ ყურძენი გადაამუშაოს (კილო 10 თეთრი). ტარიელმაც აიღო და ბორტი #1 უქირავა შვილს, რომ შვილიშვილი წაეყვანა პენსილვანიაში.
ბოლო აბზაცის გარდა ყველა ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია. ანუ, ლევან დავითაშვილმა ბიუჯეტიდან დააფინანსა პრემიერის ფრენა სამთავრობო თვითმფრინავით და შუაში ყურძენი დასჭირდათ გასათეთრებლად. ციცქა ცოლიკაურიაო ამბობენ”, – წერს ჯაფარიძე.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას განცხადებას ცინიკურს უწოდებს.
“სამთავრობო დაცვის ხელმძღვანელის განცხადება ცინიკურია და ეს არის საზოგადოების აბუჩად აგდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და გენერალურმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო პროცედურები, დაიკითხოს ყველა თანამდებობის პირი, რომლებიც შემხებლობაში შეიძლება იყოს ამ კორუფციულ დანაშაულთან, რომელიც დაკავშირებულია პრემიერმინისტრის და მისი ოჯახის წევრების სამთავრობო ხარჯებით მოგზაურობასთან”, – ამბობს ბეჟაშვილი.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. მისი თქმით, ჯორჯიან ეარვეისს 34 ათასი ევრო გადაუხადეს, თუმცა, თანხა შესაძლოა დაკორექტირდეს.

“ლელო” ანზორ ჩუბინიძის უწყების, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან საჯარო ინფორმაციას ოფიციალურად ითხოვს. პარტიას სურს პასუხები კითხვებზე, თუ ვინ აანაზღაურა ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას, მოხდა ეს პირველად, თუ მსგავსი შემთხვევა წარსულშიც იყო და ვინ გადაიხადა თვითმფრინავის ქირაობის ფასი.
“იმის პარალელურად, რომ ჩვენ დღეს ვამზადებთ იმპიჩმენტის შესაბამის პროცედურას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვითხოვოთ ის ინფორმაცია, რომელიც საჯარო ინფორმაციაა და საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რაც უკავშირდება აღნიშნული ბორტით სარგებლობას. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ დღეს ოფიციალურად მივმართავ ბატონ ჩუბინიძეს, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს და მთელი რიგი შეკითხვები მას გაეგზავნება, რომელზეც ის ვალდებულია კანონის წინაშე, გაგვცეს პასუხი. ჩვენ გვაინტერესებს ვინ აანაზღაურა ის უზარმაზარი ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას, გვაინტერესებს პირველად მოხდა, თუ გასული 5 წლის მანძილზე იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც ღარიბაშვილმა ისარგებლა სახელმწიფო რესურსებით საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ და საკუთარი მიზნებისთვის, გვაინტერესებს ვინ გადაიხადა ღირებულება ამ სამთავრობო თვითმფრინავის ქირაობის ანუ კონკრეტულად ვინ არის ის პირი, ვინც სავარაუდოდ ქრთამი შესთავაზა პრემიერმინისტრს”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ღარიბაშვილის დეკლარაციის მიხედვით, ყველა შემოსავალი და დანაზოგი, მაინც არ ეყოფოდა იმ ჩარტერის ღირებულებას, რომელიც იქირავა.
მისი თქმით, დეკლარაციის მიხედვით, წარმოუდგენელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჩარტერი პირადი სახსრებით დაექირავებინა.
მისი განცხადებით, ყველა ეს გარემოება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სახეზეა ტოტალური და სისტემური კორუფცია:
“გუშინ, ფაქტობრივად, ქართული ოცნების ყველა განცხადება აღიარებითი ჩვენება იყო, რომ საქმე გვაქვს ტოტალურ, სისტემურ კორუფციასთან ჩარტერების საქმესთან დაკავშირებით. იაფფასიანი ტყუილების კასკადი, რომელიც მოვისმინეთ მთავრობის წარმომადგენლებისგან. ახლა საბიუჯეტო სახსრებით იყო თუ კერძო სახსრებით იყო ჩარტერი გაკეთებული, ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომელიც ამტკიცებს, რომ ოცნება და პირადად ღარიბაშვილი არის დიდ კორუფციაში ჩაფლული. მე ხელში მაქვს ღარიბაშვილის დეკლარაცია, სულ რომ შევაჯამოთ ყველა შემოსავალი და დანაზოგი, რომელიც მას აქვს და გამოვაკლოთ რა ხარჯებიც გასწია, მაინც ვერ აფინანსებს იმ ჩარტერის ღირებულებას. მინდა საზოგადოებას იცოდეს, რა ღირს რომ მხოლოდ მიუნხენში ჩარტერით ჩაფრინდეს და ჩამოფრინდეს, ფასი არის 390 ათასი ლარი.
ანუ ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ 390 ათასი ლარი მხოლოდ მიუნხენამდე ჩასვლა-ჩამოსვლაში გადაიხადა მისსავე ჯიბიდან, რომელიც მისსავე დეკლარაციაში არსად არ ფიქსირდება ეს თანხა. ამიტომ ეს არის იაფფასიანი ტყუილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს და მთელ ქოც-ბანდიტებს, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას – გამოაქვეყნეთ მტკიცებულებები საიდან მოვიდა ეს ფული? საიდან გადარიცხეთ ეს ფული? ყველაფერი მიუთითებს, რომ თქვენ ივანიშვილმა მოგცათ უფლება ამ ქვეყნის ძარცვის, სამაგიეროდ, მისი ერთგულების და რუსული ინტერესების გატარების.
ბორელის დღევანდელი განცხადებაც ამაზე მიუთითებს. დიაგნოზი დასმულია. თქვენ ხართ პრორუსები, ამ იაფფასიანი ტყუილებით ამ ამბავს ვერ გადააგორებთ. საიდან მოიტანე ირაკლი ღარიბაშვილო 390 ათასი ამ მხოლოდ ერთი ფრენისთვის? იმის იქით რომ პირველი კლასებით იფრინე და ერთი იმდენი კიდე დახარჯული გაქვს ეგ მეორე საკითხია. საიდან მოიტანეთ 390 ათასი. კითხვა არის ძალიან მარტივი, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და თუ არ სცემთ პასუხს, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ თქვენ ხართ დამნაშავეები, თქვენ ხართ კორუმპირებული თაღლითები, რომლებიც ძარცვავთ ქვეყანას”, – განაცხადა ვაშაძემ.

წარმოუდგენელია, რომ პრემიერ-მინისტრს პენსიონერმა მშობელმა 34 ათას ევროდ ჩარტერი უქირავა და მიუნხენში დასვა – ეს არის უკანონობა, კორუფცია და ინფორმაციის დამალვა! – ასე ეხმაურება პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომლის თანახმად, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, არსებული ინფორმაციით, პრემიერს პენსიონერი მშობლები ჰყავს, რომელთაც საკუთარი ბიზნესი არა აქვთ და გამორიცხულია, მიუნხენში ჩარტერული რეისი მათ საკუთარი შემოსავლით ან დანაზოგით დაეფინანსებინათ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებისა და წესიერების ვალდებულება მაღალი თანამდებობის პირთა მშობლებსაც გააჩნიათ.
„ეს არის წარმოუდგენლად უტიფარი ტყუილი – ანზორ ჩუბინიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი ხელისუფლება უტიფარ ტყუილს გვეუბნება, რომ თითქოს ამხელა თანხა პრემიერ მინისტრის პენსიონერმა მამამ გადაიხადა. რა თქმა უნდა, რეალური ინფორმაცია დაფარულია და ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სინამდვილეში თანხა ან ბიუჯეტიდან არის გადახდილი ან ღარიბაშვილს აქვს უკანონო, კორუფციული გარიგებებით მიღებული შემოსავლები. არ არსებობს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანი, ვინც საკუთარი ხელფასით ისეთი დანაზოგი ექნება, რომელიც 40 ათასი ევროს ეკვივალენტია და ამ დანაზოგით ჩარტერს იქირავებს. ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ წარმოუდგენელია – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ნორმალურ ქვეყნებში ასეთ საქმეებზე გამოძიება იწყება და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა დგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მთელი სახელმწიფო აპარატი, კანონების და რეგულაციების მიღმა, ივანიშვილის მიერ ამა თუ იმ თანამდებობაზე შერჩეულ პერსონებს ემსახურება, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადება, რომლის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ხარჯები სრულად მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „თავად ღარიბაშვილის ირიბი დადასტურების შემდეგ, არავინ დაიჯერებს ზღაპრებს, რომ თანხები მამამისმა დაფარა“.

„მან ფაქტობრივად ირიბად დაადასტურა, წინა მთავრობა, კონკრეტულად, პრეზიდენტი უფრო უარესად იქცეოდაო. მთავარი ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი ასე არის აწყობილი. მთელი სახელმწიფო აპარატი, კანონების და რეგულაციების მიღმა, ივანიშვილის მიერ ამა თუ იმ თანამდებობაზე შერჩეულ პერსონებს ემსახურება. ეს ყველაფერი ხდება არა რამე ეროვნული ამოცანებისთვის, არამედ უბრალო პერსონალური კომფორტისთვის. ამის გამართლება ხდება წარსულის არასწორ ნაბიჯებზე საუბრებით. ამიტომ, ერთადერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, ამ რეჟიმის პირობებში ვერცერთი მიმართულებით წინსვლა ვერ გვექნება, მხოლოდ კიდევ უფრო ღრმად ჩიხში შევალთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა – მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა – მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.

დღეს, 12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button