მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია მადლობა მას იმ წახალისებისთვის, რომელიც გამოამჟღავნა მან საფეხბურთო ნაკრების მიმართ,,-კობახიძე

უცხოური მედია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის 30 მილიონის გადაცემის შესახებ წერს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული წახალისებაც ზრდის საქართველოს შანსს, მათ შორის, ესპანეთთან თამაშში გამარჯვების მოსაპოვებლად.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება და მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ შემთხვევაშიც გამოავლინა განსაკუთრებული ქველმოქმედება, ესეც ქველმოქმედების ერთგვარი გამოვლინებაა. მადლობა მას იმ წახალისებისთვის, რომელიც გამოამჟღავნა მან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და, რა თქმა უნდა, ესეც ზრდის ჩვენს შანსებს, მათ შორის, ესპანეთთან თამაშში, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

უცხოური მედია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის 30 მილიონის გადაცემის შესახებ წერს.

„საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 30 მილიონ ლარს (10,7 მილიონი აშშ დოლარი) შესწირავს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში. მისი პარტიის, „ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა გუნდს გამარჯვება მიულოცა და პირობა დადო, რომ საქველმოქმედო ფონდიდან გამოყოფს თანხას ამ „ისტორიული და საოცნებო გამარჯვების“ აღსანიშნავად. ივანიშვილი, რომლის ქონებაც 4,9 მილიარდი დოლარია, კიდევ 30 მილიონ ლარს დაჰპირდა ეროვნულ ნაკრებს, თუ საქართველო კვირას მერვედფინალში ესპანეთს დაამარცხებს“, – წერს სააგენტო „როიტერი“.

„მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ნაკრებს £8.4 მილიონს აჩუქებს“, – ამ სათაურით აქვეყნებს მასალას „ბიბისი“.

„საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ 8,4 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადასცემს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევრო 2024-ზე პორტუგალიის დამარცხების შემდეგ. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ყოფილი ფრანგი მცველი ვილი სანიოლი მართავს, ოთხშაბათს პორტუგალია 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. ივანიშვილმა, რომელმაც მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ დააფუძნა და 2012 წელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, პორტუგალიასთან გამარჯვებას „ისტორიული და საოცნებო გამარჯვება“ უწოდა. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის დამარცხების შემთხვევაში გუნდი დამატებით 30 მილიონ ლარს მიიღებს“, – წერს „ბიბისი“.

პრემიერ-მინისტრმა სწორად აღნიშნა, წარმატებები ფეხბურთში, სპორტის არაერთ სახეობაში პირდაპირ გამოხატავს ქვეყნის განვითარების დონეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას უსმენენ.
თალაკვაძე გამოეხმაურა პორტუგალიის საფეხბურთო გუნდთან საქართველოს ნაკრების წარმატებით დასრულებულ მატჩს და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ღირსეული გამარჯვება ევროპულ მოედანზე.
„ეს ნამდვილად არის ისტორიული შედეგი, დაიწერა ისტორია და ჩვენ ნაკრებს შემდგომ თამაშებში წარმატებებს ვუსურვებ. პრემიერ-მინისტრმა სწორად აღნიშნა, რომ წარმატებები ფეხბურთში, წარმატებები სპორტის არაერთ სახეობაში პირდაპირ გამოხატავს ქვეყნის განვითარების დონეს და რა საკვირველია, ეს შედეგები ვერ იქნებოდა მიღწეული თუ ქვეყანაში არ არის მშვიდობა და უსაფრთხოება, სათანადო ეკონომიკური ზრდა, თუ მეტი დაფინანსება არ აქვს სპორტს, თუ მეტი მოტივაცია არ აქვთ მწვრთნელებს, სპორტსმენებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივარსაც. ეს ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, კავშირში და უნდა გვესმოდეს, რომ წარმატებები ფეხბურთში, სპორტის ბევრი მიმართულებით, გამოხატავს სწორედ ქვეყნის განვითარებას და პირდაპირ აისახება ქვეყნის განვითარება ამ წარმატებებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენისას სიტყვით გამოვიდა.
მდინარაძე შეეხო პრემიერის მიერ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ “ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება”, რაზეც ოპოზიციურმა ფლანგმა სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო და ირაკლი კობახიძის სიტყვების ინტერპრეტაცია სცადა რომ თითქოს, “ირაკლი კობახიძის აზრით ივანიშვილის 30 მილიონი ლარი ყოფილა ფეხბურთელებისთვის ესპანეთთან მოგების შანსების “გამზრდელი” სტიმული”.
მამუკა მდინარაძის თქმით, ასეთი სტილის მდაბიო და ყოვლად ამორალურ ფეიკებს სჭირდება გამკლავება. მისივე განცხადებით, ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ქართველი ხალხი და ამიტომ არის, რომ მყარად ვდგავართ ორ ფეხზე და ღირსებით, ჩვენი ნამდვილი გულწრფელი სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და ეს იქნება იმის ხარჯზე, რომ საქართველო აღარასდროს დაუშვებს, რომ ქვეყანა იმართებოდეს გარედან.
“დღეს თქვენს წინაშე ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ “ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა, მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება”, შეიხედეთ სოციალურ ქსელში რა ამბავი ატეხეს. ანუ, კობახიძის აზრით, 30 მილიონი ლარი ყოფილა ფეხბურთელებისათვის ესპანეთთან მოგების შანსების გამზრდელი სტიმული. პრემიერის ეს სიტყვები, რომ ჩვენ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ამაზე ააგეს სოციალურ ქსელში კამპანია. ასეთი სტილის მდაბიო და ყოვლად ამორალურ ფეიკებს სჭირდება გამკლავება და მთავარია ჩვენ ვიყოთ მართლები.
ამ სიმართლეში პარლამენტი, რა თქმა უნდა, მთავრობის, პრემიერის და მინისტრების გვერდით იქნება და ჩვენი მთავარი გამოწვევა დეზინფორმაცია ერთ-ერთი გარდა მშვიდობისა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა, გარდა ჭეშმარიტად ევროპული ქრისტიანული გზისა, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა, გარდა იმისა, რომ სასამართლო, სხვადასხვა სისტემები საქართველოში იყოს რეალურად დამოუკიდებელი იმიტომ არის, რომ დეზინფორმაცია არის ყველა მავნებლობის საწყისი. ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ქართველი ხალხი და ამიტომ არის, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ ორ ფეხზე და ღირსებით, ჩვენი ნამდვილი გულწრფელი სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და ეს იქნება იმის ხარჯზე, რომ საქართველო აღარასდროს დაუშვებს, რომ ქვეყანა იმართებოდეს გარედან. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატების შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ 23 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი გადაეცემოდა, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ კი ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ეროვნული ნაკრები დამატებით 30 მილიონი ლარით დაჯილდოვდება.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
27 ივნისს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა, ხოლო ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button