,,მინდა, რომ ეს უაზრო ომი მორჩეს”-ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ელის და “სავარაუდოდ” რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
“მე, სავარაუდოდ, შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის მომავალ კვირას. დიდი ალბათობით , დაველაპარაკები პუტინს. მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს წმინდა ადამიანური კუთხით. ის, რაც ხდება, საშინელებაა… მინდა, რომ ეს უაზრო ომი მორჩეს”, – თქვა ტრამპმა.
კითხვაზე, ზელენსკისთან შეხვედრა ვაშინგტონში თუ გაიმართება, ტრამპმა უპასუხა, რომ “შეიძლება ვაშინგტონში იყოს, იქ [კიევში] არ ჩავდივარ”.
ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც აშშ აწვდის.
“ერთ-ერთი რამ, რასაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ველით, არის მათი აქტივების უსაფრთხოება. ასევე პრეზიდენტ ზელენსკისგან მოვითხოვთ ამ თანხების ჯეროვნად მოხმარებას,” – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, მომავალ კვირას ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, მაგრამ დონალდ ტრამპი არა.
ეს იქნება პირველი შეხვედრა ტრამპსა და ზელენსკის შორის, მაშ შემდეგ, რაც ის თეთრ სახლში დაბრუნდა.