მინდა ვიცხოვრო საზოგადოებაში, სადაც ბავშვები ბავშვებს არ აჩენენ – რადიობლოგი
14 წლის ცოლი, 15 წლის გოგონა, ის უკვე გათხოვილი “ქალია”, როგორც ამას სამეზობლოში იტყოდნენ, 16 წლის დაქორწინებული ყოფილი მოსწავლე, 17 წლის ორი შვილის დედა, 18 წლის უკვე განქორწინებული მოზარდი… თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვუწოდეთ მათ ბავშვები, არადა კანონდმდებლობით 18 წლამდე ასაკის პირი არის ბავშვი.
ადრეული ქორწინების მიზეზები რამდენიმე მიმართულებით შეგვიძლია დავყოთ. გოგონების პირადი სურვილი, მშობლების სურვილი, რომელიც ხშრად იძულებას უფრო ჰგავს, ბიჭის სურვილი და ზეწოლა გოგონაზე ოჯახის შექმნის მიზნით, სასიძოს ოჯახის სურვილი და გარიგება ოჯახებს შორის.
რადიო “ჰერეთი” წარმოგიდგენთ ანა მოსიაშვილის რადიობლოგს – მინდა ვიცხოვრო საზოგადოებაში, სადაც ბავშვები ბავშვებს არ აჩენენ
ჰერეთის რადიობლოგების მომზადება შესაძლებელი გახდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით იქნა გაწეული. რადიო ბლოგების შინაარსზე პასუხისმგებელია რადიო ჰერეთი. მასში გადმოცემული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და/ან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შეხედულებებს.