მინდია ჯანელიძე: პანიკის საფუძველი არ არსებობს

საქარველოს კრიზისების მართვის საგანგებო საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ დედაქალაქში პანიკის საფუძველი არ არსებობს თუმცა მოვლენების განვითარების შემთხვევაში ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია.

“ვრცელდება ცნობა, რომ ვერეს ხეობაში დაგუბებულია ტბა და მისი გადმოსვლის საფრთხე არსებობს- ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ამ უბნებიდან გავიყვანეთ მოსახლეობა, იქ მომუშავე ახალგაზრდები და ტექნიკა”- განაცხადა ჯანელიძემ.

“ამ დროისთვის საშიში უბნებიდან ევაკუირებულია მოსახლეობა, ასევე მოცილებულია ტექნიკა რისკის ზონებიდან. მნიშვნელოვანია ის რომ ორგანიზებულად მოხდა მოსახლეობის და ტექნიკის გამოყვანა, მინდა ვთხოვო მოსახლეობას თუ არ არის ამის საჭირეობა ნუ გამოვლენ დედაქალაქში ავტომანქანებით, რადგან ქალაქში არ შეიქმნას საცობები შესაბამისად ყველა სამსახური რომელიც ქალაქში ვითარებას აკონტროლებენ სრულ მზადყოფნაშია” – განაცხადა ჯანელიძემ.

“უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ ეს არ არის ისეთი ღრუბელი, როგორიც იყო 3 დღის წინ.როგორც კი შევატყობთ თუ სიტუაცია დაიძაბა ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ – განაცხადა მინდია ჯანელიძემ

 

მსგავსი პოსტები

Back to top button