მინისტრი დანელია რთველზე პარლამენტში ისაუბრებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დღეს პარლამენტში რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.

როგორც რადიო “ჰერეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სხდომას ღვინის კომპანიის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და მევენახეები დაესწრებიან.

უწყების თქმით, პარლამენტში ოთარ დანელიას გამოსვლა მინისტრისა და შესაბამისი კომიტეტების წინასწარი კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდა.

ყურძნის ჩაბარების ფასის საკითხზე კახელი მევენახეების პრობლემასთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს სხდომის ჩატარებას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button