მინისტრის ძმის რეკომენდაციით შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა
ბათუმში, აჭარის მთავრობის წევრებმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს კი, ამ მიმართულებით რეკომენდაციები ძმამ და ყოფილმა მოადგილემ მისცეს, რომლებიც შეხვედრას ექსპერტების რანგში ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
შეხვედრას, რომელსაც ჟურნალისტები არ დაასწრეს, ხელისუფლებისადმი დადებითად განწყობილი სპეციალისტები ესწრებოდნენ. მედიისთვის უცნობი დარჩა, თუ რა ტიპის შენიშვნები გახმოვანდა მათი მხრიდან. ღონისძიების დასრულების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თავი იმით იმართლა, რომ შეხვედრისას, შიდა სამუშაო პროცესი განიხილეს და სწორედ ამიტომ, ჟურნალსიტების დასწრება არ იყო მიზანშეწონილი. თორნიკე რიჟვაძემ განმარტა, რომ კრიტიკული შეკითხვები მოისმინა, თუმცა არ დააკონკრეტა, რა შინაარსის იყო ეს კითხვები.
მოისმინეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილის განმარტებები და ასევე, კითხვები, რომლებიც მათ ადგილობრივმა ჟურნალისტებმა დაუსვეს.