მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში 430 ბავშვი დაიღუპა, 818 კი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 430 ბავშვი დაიღუპა, 818 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

📌დონეცკი – 417
📌ხარკივი – 260
📌კიევი – 116
📌მიკოლაივი – 77
📌ზაპოროჟიე – 69
📌ჩერნიგოვი – 68
📌ლუჰანსკი – 64
📌ხერსონი – 57
📌დნეპროპეტროვსკი – 31

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2663 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 326 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button