მნიშვნელოვანისიახლეები

მინისტრის თქმით, კოვიდის შემთხვევები 5-ჯერ გაიზარდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ილაპარაკა ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მატების შესახებ ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში პანიკისა და შეშფოთების არანაირი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ვირუსის პრევენციისთვის დღის წესრიგში არ დგას შეზღუდვებისა და ჩაკეტვების საჭიროება.
მისივე თქმით, ინფიცირების დღიური მონაცემები, გასულ კვირასთან შედარებით, 5-ჯერ არის მომატებული, თუმცა ეს შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. აზარაშვილის თქმით, გასულ კვირას დღეში, საშუალოდ, 100 ადამიანი ინფიცირდებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 500-მდეა გაზრდილი.
აზარაშვილის თქმით, მოსახლეობას ნერვიულობის საბაბი არ აქვს, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს კლინიკაში უმკურნალებენ და მათ შორის, რისკების გათვალისწინებით, პრეპარატ პაქსლოვიდსაც მისცემენ.
მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ მსურველებს შეუძლიათ ვაქცინაციის ჩატარებაც, ქვეყანაში რამდენიმე ტიპის ვაქცინაა შესაძლებელი.
მისივე ინფორმაციით, არ განიხილება, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, სხვა სივრცეებში ნიღბის ტარების აუცილებლობაც.

“ამ მონაცემებით, ამისი საჭიროება არ იკვეთება, 100 და 500 რომ ერთმანეთისგან 5-ჯერ განსხვავდება, არ არის იმისი საფუძველი, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხვა რესპირატორიული ინფექცია, მაშინ რომ აღგვერიცხა, იქნებ ათასობით შემთხვევა ყოფილიყო. დღეს რადგან კოვიდპანდემიაა და მივყვებით სტატისტიკის აღირცხვას, ეს არის მხოლოდ, თორემ სხვა ვირუსები გაცილებით მეტი გვქონდა სტატისტიკურად და არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს,” – განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრი ყურადღებას ამახვილებს „ფაიზერის” წარმოების კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტზე.

„რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, ჩვენ მზად ვართ, ვუმკურნალოთ, ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო (მოგეხსენებათ რამდენიმე კვირის წინ ეს მედიკამენტი კოვიდის სამკურნალო, „ფაიზერის“ წარმოების, „პაქსოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ვიყავით სულ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებმაც პირველად მიიღეს ეს მედიკამენტი), კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და რისკიანობიდან გამომდინარე, შეგვიძლია [პაციენტებს] შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს, რასაკვირველია, შეუძლიათ აცრების გაგრძელება”, – აცხადებს ის.
მინისტრმა გაიხსენა საკუთარი პროგნოზი, რომლის თანახმად, კორონავირუსი „ჩვეულებრივ, ენდემურ ვირუსად გარდაიქმნებოდა”.

„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ იმ შემთხვევებში, თუ ეს არის უბრალოდ ტემპერატურის მატება და არაფერი სხვა… არ არის სიმძიმის გამომხატველი სხვა სიმპტომები… მიმდინარე წლის იანვარში ვამბობდი ჯერ კიდევ მე და მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს [კორონავირუსი] გადაიქცეოდა ჩვეულებრივ, ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს. ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და ზუსტად იგივეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტები. არ არის არაფერი საშიში, არაფერი საპანიკო. შეგვიძლია მშვიდად, ინფიცირების შემთხვევაში, გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. ის, რომ ეს იყოს რამე შეზღუდვების, ჩაკეტვის და სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი, ასეთი დღეს არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე განცხადებით აქტიურად მიმდინარეობს ინფექციის კონტროლი, კლინიკების შემოწმება ერთჯერადი არ არის. ვიდრე სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, შემოწმებას თავს არ დავანებებთ,
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ, რომ უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მათ წინააღმდეგ შესაბამისი სანქციები გატარდება.
საქართველოს ჯანდაცვის მიონისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა „დიარჯი“ (DRG) სისტემაზე, რომლის მეთოდითაც დააფინანსებს სახელმწიფო კლინიკებს.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2030 წლის სამოქმედო გეგმაში გაწერილია, თუ რომელ წელს რა ეტაპზე უნდა იყოს ჯანდაცვის დაფინანსება.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რაც „დიარჯი“ სისტემის სრულყოფილად დანერგვის შემთხვევაში იქნება.

როგორც აზარაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო სერვისები რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის და მაღალი ხარისხის იყოს, რათა მოქალაქეებმა იმკურნალონ შესაბამის გარემოში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმების დახმარებით.

„რაც შეეხება „დიარჯის“ სისტემას და კლინიკების ტარიფებს, ჩვენ, 2030 წლამდე სამოქმედო გეგმაში მკაფიოდ გვაქვს გაწერილი, რომელ წელს რა ეტაპზე უნდა ვიყოთ ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით. 2030 წლის ბოლომდე უნდა ავიდეთ 90-95-პროცენტიან დაფარვაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამედიცინო მიმართულებით დახმარება თუ დასჭირდება, სახელმწიფო მზად იქნება მათ დასახმარებლად. დღეს ეს ნიშნული არის 70 პროცენტის ფარგლებში. გვაქვს მზაობა, რომ დავაფინანსოთ სამედიცინო სერვისები და სამედიცინო სერვისები იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის, მაღალი ხარისხის იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობენ შესაბამის გარემოში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები და არის შესაბამისი მედიკამენტები გამოყენებული“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, სექტემბერ-ოქტომბერში „დიარჯის“ სისტემა უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება და კლინიკებს ეტაპობრივად რა სტანდარტებსაც მოსთხოვენ, უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

„მოგეხსენებათ, აპრილიდან გაშვებულია, დაწყებული გვაქვს საპილოტე რეჟიმში, სექტემბერ-ოქტომბერში კი ვგეგმავთ, რომ კლინიკებზე გავავრცელოთ, ხოლო წლის ბოლოდან უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. ჩვენი აზრით, ეს ჩამოაყალიბებს იმ სამართლიან, ადეკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის ამა თუ იმ სამედიცინო სერვისს. გული მწყდება, რომ მუდმივად აპელირება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე. ჩვენ მხოლოდ ფინანსურს არ ვჯერდებით და აუცილებელი, მნიშვნელოვანია, ხარისხი იყოს ადეკვატური და ამავე დროს ფინანსური ნაწილიც იყოს მოწესრიგებული. სტანდარტები, რა სტანდარტებსაც ჩვენ მოვთხოვთ ეტაპობრივად კლინიკებს, ეს სტანდარტები იყოს დაკმაყოფილებული“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

სტანდარტების დაკმაყოფილებასა და ხარისხიან მომსახურებაზე სუაბრისას ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს კლინიკებში ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

მისივე ინფორმაციით, შემოწმება მხოლოდ ერთჯერადი არ არის.

„კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, როცა ესა თუ ის ოპერაცია უტარდებათ. ამას უკვე მიეცა სისტემური ხასიათი. შემოწმება არ არის ერთჯერადი, რომ შევედით მოვალეობის მოხდის მიზნით, ვნახეთ არსებობს ინფექცია, არ არის და წამოვედით. უკვე არის კლინიკები, სადაც ორჯერ და ზოგ შემთხვევაში, სამჯერაც მივიდნენ, რადგან ჩვენ ვიდრე სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, ამას თავს არ დავანებებთ. კლინიკები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ შეძლებენ, რომ უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მოგვიწევს მათი საყოველთაოდან ჩახსნა და შემდეგ კიდევ უფრო მძიმე სანქციების გატარება“, – განაცხადა ზურაბ
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსის შესახებ ბოლო შვიდი დღის მონაცემები ასეთია:

ჩატარებული ტესტი – 63 443;

დადასტურებული შემთხვევა – 2 570;

აღრიცხული სიკვდილი – 3;

გამოჯანმრთელება – 1 103.

მსგავსი პოსტები

Back to top button