საქართველოსიახლეები

“მინისტრს ვუთხარი, რომ საქართველოს კმაყოფილი ვტოვებ”

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადეგნელი დღეს თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.

ლევან იზორიასთან შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების შესრულება განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები დასახეს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში.

ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები შეაფასა და ალიანსის სახელით, საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„განვიხილეთ თავდაცვის ხარჯები, დაგეგმვის, ძირითადი შესყიდვების, შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის, თავდაცვის ახალი პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურის შექმნის შესახებ. მინისტრს ვუთხარი, რომ საქართველოს კმაყოფილი ვტოვებ. ადგილზე ძალიან კარგი გეგმებია განსახორციელებელი, შესაბამისი ხარჯები კი, უკვე გაწერილია. თანამშრომლობის კუთხით ახალი იდეებიც გვაქვს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ქვეყნის თავდაცვის განვითარებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა აპატურაიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button